პარტია „ ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ნაციონალური მოძრაობისა და უცხოელი ელჩების შეხვედრას აფასებს. ხუნდაძე თქმით, ძალადობრივი პარტია, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენს, ელჩებს მათი ოფისის დარბევის შესახებ ესაუბრება, თუმცა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის შესახებ არაფერს ჰყვება.
"ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ როდესაც მოძალადე პარტია თავისი ოფისის დარბევის პრეზენტაციას უკეთეს ელჩებს, უმჯობესია შეავსონ საინფორმაციო ველი და საკუთარი წარსულიც უამბონ მათ - რა ძალადობრივი წარსულით ფიგურირებდნენ ისინი ქართულ პოლიტიკაში. ძალადობდნენ როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და ახლაც - როცა ოპოზიციაში არიან. ასევე, მექნებოდა სურვილი, რომ ელჩებმაც ობიექტურად შეაფასონ ეს ფაქტები. რა თქმა უნდა, იმას, რაც ოფისში მოხდა, სჭირდება გამოძიება. როცა გამომძიებელს არ უშვებენ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად და იქით საყვედურობენ, თითქოს ვინმე გამოძიებას არ ატარებს - ესეც ძალადობის ფორმაა, რაც ნაციონალური მოძრაობისთვის დამახასიათებელია.“-აღნიშნა ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, ვიდეო და ფოტო მასალა, რომ პარტიის სათავო ოფისს, რომელიც მდებარეობს კახეთის გზატკეცილზე, თავს დაესხა რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებმაც დააზიანეს შენობა, ჩაამტვრიეს შუშები.
როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, 100-მდე შეიარაღებულმა "ტიტუშკამ" დალეწა "ნაციონალური მოძრაობის"ცენტრალური ოფისი - ხის შუბებით დალეწეს ყველაფერი