დღეს, 23 ივნისს, 11:00 საათზე საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვი ეწვევა.

მთავრობის ადმინისტრაციაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და  ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა.

12:30 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და  ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.