„საქართველოს ისტორიას როდესაც ვსწავლობდი, ვნახე, საუკუნეების განმავლობაში რუსეთი არ ასრულებდა დაპირებებს. რუსეთის მცდელობისას, უარყოს საქართველო, მისი იდენტობა, ენა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ამჯობინებდა, გაეგო, რომ რუსეთს გაჰყავს თავისი ძალები აფხაზეთიდან, ცხინვალიდან და საბოლოოდ ასრულებს 2008 წლის შეთანხმების ვალდებულებებს, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ მოესმინა." - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა.
არ მაქვს ინფორმაცია, რომ მოსკოვში მცხოვრებ ქართველებს აქვთ პრობლემები საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუ მათ ეს სურთ, თუმცა ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ძალიან ბევრი რუსი ჩამოდის ამ ქვეყანაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
თარგმანი საქართველოს პირველი არხი.
ცნობისთვის, „ალტ-ინფომ“ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს საქართველოსთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი მალე შეძლებს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას.
მისივე თქმით, რუსეთი მომხრეა აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა ააშენონ ურთიერთობები საქართველოსთან