დსთ-ში შესვლის შემდეგ ეს არის ყველაზე მკვეთრი დემარში საქართველოს ევროინტეგრაციის და პროდასავლური კურსის წინააღმდეგ დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო ოცდაათწლიან ისტორიაში - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტების თემაზე მიმდინარე ხმაურიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ამ აგენტების კანონზე როდესაც დეპუტატთა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, ჩემი მოკრძალებული აზრით იმათ, ვისაც შეუძლებელია არ ესმოდეს, რომ დსთ-ში შესვლის შემდეგ ეს არის ყველაზე მკვეთრი დემარში საქართველოს ევროინტეგრაციის და პროდასავლური კურსის წინააღმდეგ დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო ოცდაათწლიან ისტორიაში - მხედველობაში მყავს არასამთავრობო სექტორში ნამუშევარი და ორწიგნწანაკითხი პარლამენტარები პაპუაშვილი, სამხარაძე, ბოჭორიშვილი, ლაშხი, სარჯველაძე და ა. შ. - დიახ აი, ამ კონტიგენტს, გაცილებით მკაცრად უნდა მოეთხოვოს პასუხი, ვიდრე სინდისზე კარგა ხნის წინ ხელაღებულ სუბარს, ცხრა კლასის განათლების მქონე ყაველაშვილს და ხალხის ძალაში გადაბარგებულ სხვა გაუგებრობებს, პოლიტიკურ აფერისტ მდინარაძესა თუ გონივრული მომსახურების ზონიდან ასტრალში გასულ კობახიძეზე რომ არაფერი ვთქვა." - წერს დავით ზურაბიშვილი.