საზოგადოებას ახსოვს, „ლელო“ და გახარია ერთმანეთს როგორი უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, აფერისტებს, თაღლითებს, თვალთხარიებს ეძახდნენ, აქ გადის ზღვარი სინდისიერ, წესიერ და პატრიოტ პოლიტიკოსებს შორის, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როგორც კი აგენტურული ოპოზიცია ქვეყნის გარედან დავალებას მიიღებს, ისინი ლანძღვა-გინებას ივიწყებენ და გაერთიანება მყისიერად ხდება.

„თუნდაც ხაზარაძე-ელისაშვილის ერთობა რად ღირს. ერთმანეთი ლამის სცემეს და დავალების შემდეგ კი საკუთარი ქვეყნის ღალატის რიგებში სიამოვნებით ჩადგნენ. ამ რადიკალიზმის მხარდაჭერა ქვეყნის ღალატია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.