თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურატურის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გამოკითხვა რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი შეფასებით: "საკმაოდ მძიმეა ის აღქმა, რომელიც გეძლევა ადამიანს იმ ყველაფრის გაანალიზების შემდგომ, რასაც ჰქვია ე.წ. რაღაც სამოქალაქო საზოგადოების - მესამე სექტორის როლი იმ მოცემულობაში, რასაც ქვეყანაში ანტიკონსტიტუციური პროცესების წარმართვა, რაღაც რევოლუციური პროცესების დაწყება, ხელისუფლების გადატრიალება, დამხობა და ა.შ. ჰქვია. ისინი იძენდნენ წიწაკის სპრეებს და ა.შ. - ისეთ ამუნიციას, რომელიც მშვიდობიანი აქციისთვის კი არა, თავდასხმისთვის არის რეალურად განკუთვნილი".
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: 2025 წლის 27 აგვისტოს ყადაღა დაედო 7 არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებს, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა
1 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: გამოკითხვის მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებული არიან ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები