ის რაც მოძალადე პარტიამ ზუგდიდში ჩაიდინა, არის ყოვლად მიუღებელი, მოვუწოდებთ ყველა სადამკვირვებლო მისიას შეისწავლონ მომხდარი, რომელიც მოწმობს ამომრჩევლის ზიზღს, განსხვავებული აზრის მიუღებლობას და ძალადობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი, დავით კოდუა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ზუგდიდში ოპოზიციის წევრებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ სტილში განაგრძობს მოსახლეობისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, მათ დღეს, ზუგდიდში, ბარამიას დასახლებაში ჩვენს ძვირფას დევნილებს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მაიყენეს. მიზეზი კი ძალადობრივი პარტიის მისამართით მოსახლეობისგან  გამოთქმული პროტესტი და მათთან კომუნიკაციაზე უარი გახდა. 
„ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დანაყოფები ცდილობენ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოიტანონ მათთვის სისხლხორციელი ძალადობა, ამ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი მოსახლეობა ეზიზღებათ აუცილებლად გასცემს ქართველი ხალხი პასუხს.  
ისინი არ ერიდებიან მცირეწლოვან ბავშვებსაც კი და მშობლებს, ბავშვების თვალწინ უპირისპირდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ მათ განსხვავებული აზრი გააჩნიათ. 
ის რაც მოძალადე პარტიამ ზუგდიდში ჩაიდინა არის ყოვლად მიუღებელი ფაქტი, მოვუწოდებთ ყველა სადამკვირვებლო მისიას შეისწავლონ მომხდარი, რომელიც მოწმობს ამომრჩევლის ზიზღს, განსხვავებული აზრის მიუღებლობას და ძალადობას.  
ჩვენი ქვეყნის მტრები 26 ოქტომბერს მიიღებენ პასუხს ყველა იმ ქმედებაზე რასაც სჩადიან!“, - წერს დავით კოდუა.

ზუგდიდში, ოპოზიციის წევრები და „ოცნების“ მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ