თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ინფორმაციით, თბილისში მდებარე მის სახლში პოლიცია შევიდა.

ამის შესახებ დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს:

"ისე გადაფსიხდა ე.წ ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომ ამ წუთებში ჩემს სახლში ჩხრეკაზე შედიან.

მიდით ბიჭებო მიაწექით, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ!!!" - წერს დავით კეზერაშვილი.

იუსტიციის სამინისტრო: ევროსასამართლომ დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბიუჯეტი და მის მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია