„ეს ყველაფერი არის გუნდურობისა და ძალიან დიდი შრომის შედეგი. როგორც, ბიჭების მოედანზე თამაშის დამსახურებაა, ასევე, ჩვენი დიდი მოთამაშეების კავშირის, ვინც დღევანდელ დღემდე რაგბი მოიტანა.“, - ამის შესახებ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრმა, რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავამ განაცხადა.
„ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც წლების მანძილზე გვერდში გვიდგანან და დღევანდელ დღეს გულმოდგინედ და ემოციურად ელოდებოდნენ, მინდა ყველაფერი მოვულოცო.“, - აღნიშნა დავით კაჭარავამ.
ცნობისთვის, საქართველო ევროთასების ტურნირზეა. „შავი ლომი“ პირველი ქართული პროფესიული კლუბი ხდება, რომელიც ევროპის „ჩელენჯ“ თასზე ითამაშებს.
ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის ადმინისტრაციამ ის ცნობილ ევროპულ გუნდებს შორის გამოარჩია და წელს ტურნირზე მიიწვია. გადაწყვეტილებას წინ საქართველოსა და ევროპის რაგბის კავშირს შორის ინტენსიური ერთწლიანი მოლაპარაკება უძღოდა.