. საქართველოს დღეს წარმოადგენს ხალხი რუსთაველზე , მათი მხარდამჭერები, მედია და არა ხელისუფლება, რომელიც დღეს მისთვის უჩვეულოდ პროუკრაინულად აჭიკჭიკდა . ძალა ერთობაშია და იმიტომ. - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მიმდინარე აქციის მთავარი ღირსება და ძალა მისი სოლიდურობაა. მიტინგზე დგას უკეთესი საქართველო.პირველი გამომსვლელები რომ პარტიულ/ პოლიტიკურ გეგმებზე არ საუბრობენ, კარგია ძალიან. მიტინგზე დგას რომელიმე ახალგამომცხვარ, სულსწრაფ პოლიტიკოსზე ბევრად უფრო ჭკვიანი და ღირსეული საზოგადოება.
"ორშაბათიდან ვიწყებთ აქციებს ხელისუფლების დასასრულებლად" ... არის ათასგზის დამარცხებული, მდარე და უმწიფარი ფსევდოპოლიტიკა. თარიღების ჩამოკიდება არასწორია. არასწორი იყო ყოველთვის - ამ, იმ თუ იმისწინა ოპოზიციის დროს - სულ. მოკლედ, ჩავთვალოთ, რომ შეცდომა ადამიანურია. დღევანდელი დიდი თავყრილობა თვითკმარია. საქართველოს დღეს წარმოადგენს ხალხი რუსთაველზე , მათი მხარდამჭერები, მედია და არა ხელისუფლება, რომელიც დღეს მისთვის უჩვეულოდ პროუკრაინულად აჭიკჭიკდა . ძალა ერთობაშია და იმიტომ - ხელისუფლებაზე ძლიერი, ღირსეული ადამიანების ერთობაშია. ამოცანაც ხომ ამის დემონსტრირება იყო ." - წერს დავით ბერძენიშვილი.