ვისაც გვქონდა პრეტენზია თუ რატომ არ აგეს პასუხი მკვლელებმა, მანიაკებმა, დამნაშავეებმა და ბოროტმა ხალხმა. რატომ არიან დღემდე დამნაშავეები არათუ პასუხისგებაში, არამედ პოლიტიკაში, მედიაში, ბიზნესში და ა.შ. აგერ ამერიკის საელჩომ კიდევ ერთხელ გვიპასუხა უკვე საჯაროდ ამ შეკითხვაზე. - ამის შესახებ ყოფილი პოლიტპატიმარი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში წერს. 

"ამ ნაძირლებს ეხლა ვეღარ უშველით აგენტის ქსივა, როგორი მაგარი, ლამაზი თუ ძლიერი ქვეყნის აგენტებიც არ უნდა იყვნენ, დამნაშავეები დაისჯებიან უმკაცრესად. 


რაც ყველაზე მთავარია ადრე თუ ემაყებოდათ ვიღა-ვიღაცეებს ძალიან მაგარი ქვეყნის აგენტობა, მათი ემისრობა ამ ქვეყანაში დღეს უკვე სამარცხვინოა სხვა ქვეყნის "შახის კარზე" სირბილი და ხვეწნა დაასანქცირონ საკუთარი ქვეყანა, გულის ამრევია უკვე ეგ ამ ქვეყანაში" - წერს დაჩი ცაგურია და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დღეს გამოქვეყნებულ ქარდს ავრცელებს.