გაერთიანებული სამეფოს ახლად დანიშნული ელჩი საქართველოში გარეთ უორდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მადლობას უხდის.
დიპლომატი ირაკლი კობახიძესთან დღევანდელ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მადლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მრავალმხრივი დისკუსიისთვის გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების, ნატო-სა და საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის მნიშვნელობის შესახებ“, – აღნიშნავს გარეთ უორდი.