მთავრობა რამდენიმე ასეული ფეისბუქ ფეიკ აქაუნთის გაუქმების შემდგომ, გადავიდა პირდაპირ დეზინფორმაციულ მანიპულაციაზე და ციფრებით ჟონგლიორობაზე! - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
მთავრობა რამდენიმე ასეული ფეისბუქ ფეიკ აქაუნთის გაუქმების შემდგომ, გადავიდა პირდაპირ დეზინფორმაციულ მანიპულაციაზე და ციფრებით ჟონგლიორობაზე! დასაქმებამ მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმსო - ამბობენ. სინამდვილე ასეთია:
სახელმწიფოს მიერ დასაქმებული ადამიანების რაოდენობამ ბოლო 13 წლის მაქსიმუმს - 308 ათას ადამიანს მიაღწია!
სახელმწიფოს მიერ, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებული პარტიული აქტივის რაოდენობამ (აპრილის მდგომარეობით) - 35 ათას პირს მიაღწია (წყარო: ჯანდაცვის სამინისტრო)
საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა წილმა მოსახლეობაში 2020 წელს 13%- დან - 2023 წელს 17.5% მიაღწია.
სოციალური დახმარების პაკეტის მიმღებ პირთა რაოდენობა ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა და 178 ათას პირს მიაღწია.
საშუალო თვიური ხარჯები 1 ოჯახზე ლ, ბოლო 1 წლის მანძილზე 22 %-ით გაიზარდა!
ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი მეტია, ვიდრე 2020, 2021 წლების მაჩვენებელი და შეადგენს 19.9% წყარო : საქსტატი. ეს არის მძიმე მოცემულობა და ამას ჭირდება თვალის გასწორება. ამაზე უფრო მძიმეა, როდესაც ხელისუფლება ტყუის და თანაც უხარისხოდ!