კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვისთვის დაიბარეს.
„გენერალური პროკურატურიდან დამიკავშირდნენ არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე.
დამოუკიდებელი პროკურატურა პოლიტიკოსების გამოკითხვით და მათგან მტკიცებულებების წარდგენის მოთხოვნით კი არ იქნებოდა დაკავებული, არამედ თვითონ ექნებოდა უკვე უამრავი მტკიცებულება შეგროვებული.
ცხადია, “ოცნების” პროკურატურას არჩევნების გაყალბების გამოძიება არ აქვს მიზნად დასახული, არამედ სურთ ყალბი პროცესის შექმნა და შემდეგ თქმა რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს.
მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ ამ მტკიცებულებებზე“, - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.