ხელისუფლებას რეალობის შეგრძნება დაკარგული აქვს, ეს ემართება ხელისუფლებას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არის უცვლელი - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც რეალობის შეგრძნება დაკარგული აქვს, ეს ემართება ხელისუფლებას, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არის უცვლელი და ფიქრობს, რომ ყველაფერი შეუძლია. საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანი, განსხვავებული აზრი, არჩევნებზე კი მუხლებზე ეხვეწებიან შემოხაზვას. ჰგონიათ, რომ რასაც ქადაგებენ აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, სადაც პრინციპულად უნდა ვაჩვენოთ, რომ რუსული პოლიტიკა აქ ვერ იმუშავებს. არასოდს უმუშავია“- აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.