გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ განუახლებია ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილია მოხსენიებული.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით - სურვილი აქვთ, ჩაერიონ გადაწყვეტილებებში, პატივი არ სცენ დემოკრატიულ საწყისებს და ამით კიდევ ერთხელ შელახონ ქვეყნის იმიჯი.
"ეს შეიძლება აღქმული იყოს, როგორც პარალელური სამყაროს შექმნის მცდელობა და ამავდროულად, მხარდაჭერის გამოხატვა რადიკალური პირების მიმართ. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ხომ უწოდებს საკუთარ თავს პრეზიდენტს, როგორც ჩანს, ქართველი ხალხის არჩევანს და გადაწყვეტილებას არც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი ხელმძღვანელობა არ სცემს პატივს. მაშინ, როდესაც ისინი სირიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს მომენტალურად ასახავენ ხოლმე, იმ ქვეყნის წარმომადგენლებს ეპატიჟებიან და ხვდებიან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და პირიქით, აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. რა თქმა უნდა, ეს არც არის გასაკვირი, რომ საქართველოს შესახებ ინფორმაციას არ აახლებდნენ.
ეს არის კატეგორიულად მიუღებელი ფაქტი და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ არავითარი გულწრფელობა და ქართველი ხალხის სიყვარული, რომელზეც ასე მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბრობენ ხოლმე, ასეთი რამ გულშიც კი არ უდევთ. რეალურად, ეს არის ჩაერიონ საქმეებში, ჩაერიონ გადაწყვეტილებებში, პატივი არ სცენ დემოკრატიულ საწყისებს და ამით კიდევ ერთხელ შელახონ ჩვენი ქვეყნის იმიჯი," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
ცნობისთვის, საუბარია, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქმედებაზე, რომელიც ისევ არ აახლებს ოფიციალურ ვებგვერდზე მონაცემებს, სადაც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი წერია.











