ორშაბათს, 6 მარტს რუსული კანონის მორიგი საკომიტეტო განხილვის პარალელურად აქცია გაიმართება - მოქალაქეები კანონპროექტის გასაპროტესტებლად პარლამენტის უკანა შესასვლელთან დილის 09:00 საათზე შეიკრიბებიან.
"რუსული კანონის მორიგი საკომიტეტო განხილვა ორშაბათს, დილის 9:30-ზე იწყება!რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უნდა შევაცილოთ სირცხვილის დერეფნით! მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში რუსული კანონის მიღება არ გამოუვათ. მათ უნდა დავანახოთ, რომ საქართველოში ისინი მშვიდი სინდისით ვერ ისეირნებენ!დავიწყოთ ორშაბათის დილა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლის მხარდასაჭერად!გელოდებით ყველას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, დილის 9 საათზე.აქციაზე არ გვექნება სიტყვით გამოსვლები!გთხოვთ, აქციაზე წამომსვლელებმა თან იქონიოთ სასტვენები, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს!" - ნათქვამია განცხადებაში.