დღეს კვლავ მინდა გამოვეხმაურო უპრეცენდენტო უსამართლობის საქმეს, რომელსაც "ქართული ოცნების" სასამართლო აწარმოებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ვინც ათასობით სხვა თანამოქალაქეებთან ერთად იცავდა ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს რუსული კანონის და ხელისუფლების რუსული პოლიტიკისგან, ამ ადამიანებს ხელისუფლება უპირებს, რომ 400-ლარიანი, დროებითი რკინის კონატრუქციის, როფორც პროკურატურა ამბობს, დაზიანების გამო, რაც ჯერ დამტკიცებული არ არის, მრავალი წლით გაუშვას ეს ახალგაზრდა ადამიანები ციხეში. - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილი განაცხადა.
"ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ მაშინ, როდესაც ამ ადამიანების ბრალი არც კი დამტკიცებულა, უკვე მერამდენე თვეა ისინი არიან საპატიმრო დაწესებულებაში.
დღეს, მე, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი, ვაცხადებ, რომ მზად ვარ, პირადი თავდები ვიყო იმის, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანები არ მიემალებიან გამოძიებას, ითანამშრომლებენ სასამართლოსთან, მაგრამ ნუ არიან ისინი, ხელისუფლების მიერ გამომწყვდეულები საპატიმროში. სასამართლო პროცესები უნდა გაგრძელდეს და სამართლიანობამ უნდა იზეიმოს, მაგრამ მანამ, სანამ სასამართლოს არ გამოუტანია გადაწყვეტილება ამ ადამიანებთან დაკავშირებით, მათი ციხეში ყოფნა, რაც გავეცანი რა სამართლებრივ დოკუმენტებს, არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და მზად ვარ, რომ პირადად თავდებში ჩავუდგე ამ ადამიანების გათავისუფლებას.
ახლა მინდა საჯაროდ შესაბამის დოკუმენტს მოვაწერო ხელი და ასევე თხოვნით მივმართავ ყველა ჩემს კოლეგას, რომელიც ჩემთან ერთად შეუპოვრად იბრძოდა რუსული კანონის წინააღმდეგ, მივმართავ ასევე საზოგადოებას, რომ დავდგეთ ამ ახალგაზრდა ადამიანების თავდებში და არ დავტოვოთ ისინი მარტოები რეჟიმთან, რომელიც ცდილობს, სამაგალითოდ დასაჯოს ისინი და ამ თვალსაზრისით ვხედავთ ძალიან სერიოზულ უკანონო პროცესს, რომლის მომსწრე მე თავად გახლდით გუშინ საქალაქო სასამართლოში." - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.