ვფიქრობ, დღეს მოვიგებთ! - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილის სოციალურ ქსელში წერს:
"ვფიქრობ, დღეს მოვიგებთ!
მარტო ამის ფიქრის უფლება და ბედნიერება რომ მოგვანიჭეთ, ამისთვის ათასი მადლობა, ბიჭებო!
ეს ამბიცია სახელმწიფო ამბიციად უნდა ვაქციოთ, ევროპაზე და ევროპაში! კი, მანდაა ჩვენი ადგილი! სახელმწიფო ზუსტად ისე უნდა მიუდგეს ამ საქმეს, როგორც ფეხბურთელებმა გააკეთეს - ისეთივე შრომით, პასუხისმგებლობით, დაჟინებით, თავმდაბლობით და სიმამაცით, როგორც ჩვენი ბიჭები გავიდნენ ევროპაზე!"