პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ასე სძულდეს ქალები, საქართველოში მეტი არ არსებობს,- ასე ეხმაურება პარტია „ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე პარლამენტში „გირჩის“ მიერ მომზადებულ გენდერული კვოტირების შესაძლო გაუქმების საკითხს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა.
„ქართული ოცნება", როდესაც სჭირდება, მეხამრიდივით იყენებს იაგო ხვიჩიას პარტიას, რომელსაც, როგორც ჩანს, მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმები აქვს, იმიტომ რომ პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ასე სძულდეს ქალები, საქართველოში მეტი არ არსებობს. ვიღაცებს რომ ბნელებს ეძახიან, იმათზე უარესები არიან. ამათ შექმნისთანავე კვოტები არ მოსწონდათ, ყველა ქალი გარიცხეს. საერთოდ პარტიას ქალი რომ არ ჰყავს, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ქალის არსებობა, როგორც ჩანს, საკუთარ რწმენაში კითხვის ნიშნებს სვამს, თორემ რა პრობლემა უნდა იყოს ძლიერი კაცისთვის, რომ ქალი გყავდეს გვერდზე პარტიულ სიაში. ანუ ამ პარტიის ფსიქოლოგიური სისუსტეების გამოყენება ხდება „ქართული ოცნების" მხრიდან საკუთარი დღის წესრიგისთვის, რომელსაც მაინც ვერ აისრულებს, იმიტომ რომ „ქართულ ოცნებას" 27 ოქტომბერს ხელისუფლებაში დარჩენა არ უწერია",- განაცხადა ანა დოლიძემ.
ცნობისთვის, „გირჩის“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებით, სქესის მიხედვით პოლიტიკური პარტიის სიის ფორმირებას ლოგიკური შინაარსი არ აქვს - ხელოვნური ჩარევით ქალების პოლიტიკაში ჩართულობა სერიოზულ სახეს ვერასოდეს მიიღებს