დღეს თუ ერთისგან იღებთ ფულს და ამის გამო აკეთებთ ან ამბობთ რაღაცას, ხვალ ეს შეიცვლება, თქვენ კი უნდა დარჩეთ. ცხოვრებაც გრძელდება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი, ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.
„არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რა თქმა უნდა, დაძაბულობა იმატებს. იმატებს ღვარძლიც, სამწუხაროდ. განსაკუთრებით იმატებს პრესი ისეთ ადამიანებზე, ვისაც პოზიციონირებაში ფულს უხდიან (ხშირად ფარულადაც). უბრალოდ, ერთს ვისურვებდი მხოლოდ - ნეტა სახე არ დაკარგოს არავინ. იმიტომ, რომ დღეს თუ ერთისგან იღებთ ფულს და ამის გამო აკეთებთ ან ამბობთ რაღაცას, ხვალ ეს შეიცვლება, თქვენ კი უნდა დარჩეთ. ცხოვრებაც გრძელდება. თან ყველანი ერთად ამ პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ. ხშირად საერთო მეგობრებიც გვყავს და სადმე მაინც შევხვდებით მერე ერთმანეთს... სახელების და გვარების ძებნას ნუ დაიწყებთ ამ ჩემს სტატუსში. ჩემი დიდი სურვილი გამოვხატე, უბრალოდ“,- წერს ანა ბუჩუკური.