ნებისმიერი კვლევა ადასტურებს, რომ ოპოზიციურ ლიდერებში და არა მხოლოდ ოპოზიციურ ლიდერებში, გიორგი გახარია არის პირველი,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

„გიორგი გახარია არის ერთადერთი პრემიერმინისტრი, რომელიც თავისი ნებით წავიდა და არ წასულა სახლში კომფორტულად. გიორგი გახარია დღეს იბრძვის ოპოზიციიდან. ნებისმიერი მეტ-ნაკლებად ნორმალური კვლევა ადასტურებს, რომ ოპოზიციურ ლიდერებში გიორგი გახარია არის პირველი და არა მხოლოდ ოპოზიციურ ლიდერებში და გიორგი გახარია არის ადამიანი, რომელსაც ფაქტია, რომ „ოცნება“ და პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი საფრთხედ მიიჩნევს",- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.