ხაზარაძემ ინტერვიუ გახარიას წყევლაში გაატარა, ამის მიუხედავად, ბატონ ხაზარაძეს ვულოცავ ახალ წელს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

„ჩვენი გაცხადებული გეგმა არის არა ნაცებს, არა ოცნებას, ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი. რაც შეეხება დანარჩენს, დარჩენილია, დაახლოებით 8 თვე. როცა ჩვენი გუნდი ამბობს, რომ ენმ-მ და ოცნებამ ჯამში, 50%-ზე ნაკლები უნდა აიღოს, ეს ნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი გუნდის გაძლიერებაზე, ჩვენი სურვილია, რომ სხვა პროდასავლური პარტიებიც იმგვარად გაძლიერდნენ, რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტში მოხვდნენ. აი, მაგალითად, ეს არის მიზეზი, რის გამოც, ვთქვათ, მამუკა ხაზარაძე მუდმივად გახარიას ლანძღავს, აგერ, წინასაარჩევნო პერიოდიც, ორი დღის წინ ინტერვიუ გახარიას წყევლაში გაატარა, ამის მიუხედავად, ბატონ ხაზარაძეს ვულოცავ ახალ წელს“, - აცხადებს ანა ბუჩუკური.