გავიხსენოთ კობახიძის პოლიტ-პოეზია - „ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთნ ყველა ტყუის“- კობახიძის შექებას და ლანძღვასაც ნულის ფასი აქვს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„ალბათ, ცოტა კომიკურიც არის ყოველდღე კობახიძის სიზმრებზე, ჭორაობაზე და ტყუილებზე სერიოზულად გამოხმაურება ცოტა ჭირს ხოლმე, მაგრამ საზოგადოებას ასევე ხუმრობით გავახსენებ მის ცნობილ პოლიტიკურ პოეზიას: „ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთნ ყველა ტყუის“. სხვათა შორის ირაკლი კობახიძის შექების ფასიც და შემდგომ უკვე ლანძღვის ფასიც არის ნული“,- განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში“ანა ბუჩუკურმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „გახარიამ გაამწარა და გადაიმტერა უამრავი ადამიანი თავისსავე პარტიაში. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც წამოვიდა პარტიიდან და არ გაუხმაურებია ამის შესახებ, შეგვხვდა და მოგვიყვა, რომ ქვეყნის მასშტაბით ოფისი არ არსებობს, სადაც მან ფულადი ვალი არ დატოვა. ჩვეულებრივი გადამგდებია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ“.