"არ ვიცი, რას ემსახურებოდა მისი ეს ინტერვიუ, მაგრამ მე პირადად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას ბიძინობა უნდა, როგორც ჩანს.'' - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია "საქართველოსთვის" წვერი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს:
„ძალიან უცნაური ეთერი ჰქონდა ბატონ კეზერაშვილს, ბოლომდე ვერ ვუყურე, კვარაცხელიას თამაში იყო, მაგრამ რასაც ვუყურე, კითხვები უფრო მეტი გააჩინა, ვიდრე რამეს უპასუხა. ზოგადად, ვერავის აუკრძალავ პოლიტიკაში ყოფნას, მაგრამ ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ ეს უნდა იყოს ფორმალური და ეს ეხება ბიძინა ივანიშვილსაც და კეზერაშვილსაც. ცოტა დეჟავუ მქონდა, "wanna be ბიძინა" გამოვიდა ფაქტობრივად, ანუ მინდა ვიყო ბიძინა ივანიშვილი, ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. არ ვიცი, რას ემსახურებოდა მისი ეს ინტერვიუ, მაგრამ მე პირადად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას ბიძინობა უნდა, როგორც ჩანს.''