აშშ-ში შესვლა შესაძლებელია სამუდამოდ აგიკრძალონ, თუ ჩადენილი გაქვთ სისხლის სამართლის დანაშაული. - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

"წვრილმანი დანაშაულიც კი შეიძლება გახდეს ვიზაზე უარის მიზეზი. საკონსულო ოფიცრებს აქვთ წვდომა თქვენს სისხლის სამართლებრივ წარსულზე და აღმოაჩენენ ყველა დარღვევას, ან დაპატიმრებას. 

აპლიკაციის შევსებისას და გასაუბრებისას თქვით სიმართლე - ტყუილის გამო, შესაძლებელია, აგეკრძალოთ შესვლა." - წერს საელჩო.