ალექსანდრე რაქვიაშვილი, მის ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდებს უარი თქვან პრეზიდენტის ქარტიაზე, რადგან ეს ქარტია ოპოზიციის განადგურების გეგმას ჰგავს.
"ძალიან სამწუხაროა რაც ხდება, ამასობაში, საკმაოდ საშიშიც. გონს უნდა მოვიდნენ ჩემი კოლეგები ოპოზიციიდან, გამოვიდნენ ამ ქარტიიდან და დაივიწყონ პრეზიდენტის ინიციატივა. პრეზიდენტი რომ ასე დემონსტრაციულად ძალადობს ოპოზიციის იმ ოთხ სულელურ პარტიაზე, რომლებმაც ელემენტარულად პოლიტიკური პოზიცია ვერ ჩამოაყალიბეს, ეს უცნაურად გამოიყურება, იმიტომ, რომ არ მგონია, ეს იყოს შემთხვევითობა. უფრო, ოპოზიციის განადგურების გეგმას ჰგავს", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.