ძალიან გამიკვირდება, უკიდურესად გაოცებული ვიქნები თუ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია. გაოგნებული ვიქნები, მაგრამ ეს ასე არ მოხდება, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„ასევე ველოდები იმპიჩმენტის პროცესის უკვე პარლამენტში გადმოსვლას. როცა „ქართული ოცნება“ გატრუნულია და თავს იკატუნებს, ვითომ რაღაც არ შეუძლია, ზუსტად მაშინ ემზადება რაღაც შეუძლებელი ბარიერის გადალახვისთვის“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ: ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა სამდღიანი სხდომით 2023 წლის 5 ოქტომბერს დასრულდა.