მერობის მეორე ვადის მეექვსე წელს ქალაქის მერი მიხვდა რომ ქუჩები მოსარეცხია. რამხელა გარღვევაა, რამხელა წინსვლა ღმერთო ჩემო... - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
24 აპრილიდან დედაქალაქის ქუჩების ინტენსიური დასუფთავება დაიწყება - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, „თბილსერვის ჯგუფი, განახლებული ტექნიკით, ქუჩებს სისტემატურად მორეცხავს.
მისივე განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში მერია დახმარებას შინაგან საქმეთა სამინისტროსაც სთხოვს.
„თუ აუცილებლობა მოითხოვს, შეგვიძლია ვთხოვოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაგვეხმარება. როგორც ყოველთვის, გვერდით გვიდგანან. მხედველობაში მაქვს სახანძრო მანქანები, რომლის მეშვეობითაც მაქსიმალურად ბევრ ქუჩაზე მოვახერხებთ დასუფთავების სამუშაოების წარმოებას. ორშაბათიდან, 24 აპრილიდან დავიწყოთ სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.