მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატიმ "მოქალაქეების"ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტში "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არის ბოდვა და მას მხარს არ დაუჭერენ.
„ასეთ ბოდვას მხარს არ დავუჭერთ. „ხალხის ძალის“ მთელი საქმიანობა და ძალისხმევა ერთი დიდი გაუგებრობაა. უნდათ, რომ ეს კანონპროექტი პირდაპირ რუსეთიდან გადმოიტანონ. გაიხედეს, გამოიხედეს, 21-ე საუკუნეში სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და რუსეთში რასაც აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციების ან მედიის წინააღმდეგ,ზუსტად იმის გაკეთება უნდათ. რაღაცას იშველიებენ, რომ სხვაგანაც ასეა, თითქოს ამ ქვეყანაში სხვა პრობლემა არ იყოს და ხალხს სხვა დარდი, საფიქრალი არ ჰქონდეს. ეს ძალიან გაუგებარი და აღმაშფოთებელი ძალისხმევაა. რაღაც ხომ უნდა გააკეთონ, მარტო კელი დეგნანის ლანძღვით იყვნენ დაკავებული, კელი დეგნანიც ცოტა ხანში ელჩი აღარ იქნება და რაღაცით თავის არსებობა ხომ უნდა გაამართლონ და ახლა რაღაცებს იგონებენ. პირდაპირ აკოპირებენ რუსულ რაღაცებს, რაც ძალიან მიუღებელია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.