როგორც ერთ მოქალაქეს, მაინტერესებს, 900 ათასზე მეტი დოლარი საიდან გადაიხადა სააკაშვილის ოჯახმა? ყოფილი პრეზიდენტის ოჯახი მანამდე ამბობდა, საჭმლის ფული არ გვაქვს, ვალები გვაქვს, კაპიკს კაპიკზე ვაწებებთო და საიდან გადაიხადეს? ანგარიში შექმნეს და ჩაირიცხა, თუ საიდან?, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ თანხებზე როცა მიდის საუბარი, ოპოზიციის მიმართაც უნდა დაისვას კითხვა.
„კითხვას კიარ უნდა გაექცნენ, მკაფიო პასუხი უნდა გასცენ, როგორ გადარიცხეს მილიონი დოლარი, რადგან კორუფცია და შავი ფული ნებისმიერ შემთხვევაში გულის ამრევია. ეს ფული გინდ ოპოზიციაში იყოს, გინდ ხელისუფლებაში. ლობიზმი რაღაც შემთხვევაში მუშაობს, რაღაცაში – ვერა. ამ ლობიზმის მიზანია, სააკაშვილი ციხეში არ იყოს და ის ციხეშია, თუმცა „ქართული ოცნების“ იმიჯი რომ დაზიანდა, ეს ფაქტია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.