ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სოციალური მუშაობის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სოციალური მუშაობის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათ საკანონმდებლო მოწესრიგებაზე იმსჯელეს.

შეხვედრაში პარლამენტის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სოციალური მუშაობის სფეროში პროფესიონალ სოციალურ მუშაკთა დეფიციტით შექმნილ გამოწვევებზე. ასევე, იმსჯელეს გარდამავალ პერიოდში საკანონმდებლო რეგულირების პერსპექტივებზე.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს იმ საკითხების კანონმდებლობით მოწესრიგებაც, რომელსაც ამ დრომდე „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონი არ არეგულირებდა. შეხვედრაზე განისაზღვრა კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც აღნიშნული მიმართულებით უნდა გადაიდგას.