2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:
"კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაფიქსირებთ იმ მოთხოვნებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელთა შესრულებაც აუცილებელია კრიზისიდან გამოსასვლელად:
1. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციების დროს დაკავებული ყველა უკანონო, პოლიტიკური პატიმარი და მათ მიმართ შეწყდეს ყველა საქმე;
2. დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ახალი, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩატარდება სამართალდამცავი უწყებების პოლიტიკური ნეიტრალობის პირობებში!
საქართველოს, ჩვენი თავისუფლების გამარჯვება გარდაუვალია!" ნათქვამია განცხადებაში.