უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ივლისში მშვიდობის სამიტის ჩატარებას აპირებს.
"ძალიან მალე, უკვე ივლისში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის 500 დღე შესრულდება. ეს დროის სიმბოლური პერიოდია. საუკეთესო თვე მშვიდობის ფორმულის სამიტისა და გლობალური უმრავლესობის სამიტის მოსაწვევად. ყველას, ვინც მხარს უჭერს პატიოსნებას და ამ ომის დასრულება სურს, გეპატიჟებით, შემოუერთდით საერთო ძალისხმევას!", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში, "დიდი შვიდეულის" სამიტს ესწრება.