უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეს. საერთო ჯამში სანქციები 198 პირს შეეხო. ამის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებაშია ნათქვამი.
უკრაინის პრეზიდენტმა სანქციები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წინადადებების საფუძველზე დაამტკიცა.
უკრაინული მედიის ცნობით, სანქციები შეეხო პრორუს ჟურნალისტ დიანა პანჩენკოს, რომელიც სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილ ვიქტორ მედვედჩუკის ტელეარხებზე მუშაობდა.
სანქციები ასევე დაუწესდა რუს რეჟისორს, ანდრეი კონჩალოვსკის, რუს მომღერალს, იური ლოზას და მუსიკალურ კრიტიკოსს, სერხი სოსედოვი. სანქციები ასევე შეეხო ბელორუსის ოთხ მოქალაქეს, მათ შორის გრიგორი აზარიონოკზე.