უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ბელარუსში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან იგორ ქიზიმის გათავისუფლების შესახებ.

"გათავისუფლდეს კიზიმ იგორ იურიევიჩი ბელარუსის რესპუბლიკაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტიდან", - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

უკრაინას ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი არ აქვს. ელჩი რამდენჯერმე გამოიძახეს კიევში კონსულტაციებისთვის, ბოლოს – აპრილში ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ოკუპირებული დონეცკის დე ფაქტო ლიდერის დენის პუშილინის შეხვედრის გამო. ამის შემდეგ უკრაინის ელჩი მინსკში აღარ დაბრუნებულა.

ბელარუსი უშუალოდ არ არის ჩართული უკრაინის წინააღმდეგ ომში, თუმცა რუსეთი ქვეყნის ტერიტორიას იყენებს მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიაში.