უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, შავ ზღვაში რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო, უკრაინა-NATO-ს საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევას სთხოვს. შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ ვიდეომიმართვის დროს გააკეთა.
ზელენსკის თქმით, მასსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს შორის სატელეფონო საუბარიც შედგა, რა დროსაც მხარეებმა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის კრიზისული სიტუაცია შავ ზღვაში და მარცვლეულის დერეფნის საკითხიც.
"ჩვენს თანამშრომლობაში ჩვენ გადავიდეთ ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე. ამ მექანიზმმა შეიძლება იმუშაოს. მე მივმართე იენსს წინადადებით, სასწრაფოდ მოიწვიოს ასეთი საბჭო კრიზისული კონსულტაციებისთვის. შეხვედრა ამ დღეებში გაიმართება. ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ უსაფრთხოების კრიზისი შავ ზღვაში", - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინა-NATO-ს საბჭო ვილნიუსის სამიტზე შეიქმნა. პირველი სხდომა 12 ივლისს ჩატარდა.