უკრაინამ კურსკის ოლქში დაჭრილი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები ტყვედ აიყვანა. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათი ტყვედ აყვანისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების (ВСУ) სპეციალური ოპერაციების ძალების 84-ე ტაქტიკურ ჯგუფს მადლობა გადაუხადა. 

"ესენი არიან ორი ჯარისკაცი, რომლებიც, მართალია, დაიჭრნენ, მაგრამ გადარჩნენ და კიევში გადაიყვანეს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებთან აქვთ კონტაქტი. 

ეს ამოცანა მარტივი არ ყოფილა: ჩვეულებრივ, რუსები და სხვა ჩრდილოკორეელი მეომრები თავიანთ დაჭრილებს ხოცავენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში კიდევ ერთი სახელმწიფოს, ჩრდილოეთ კორეის, დამამტკიცებელი საბუთები არ იყოს შემონახული". - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ცნობით, ტყვეები უკრაინულად, რუსულად ან ინგლისურად არ საუბრობენ, ამიტომ მათთან კორეული ენის თარჯიმნების დახმარებით, სამხრეთ კორეის დაზვერვის ჩართულობით ურთიერთობენ. 

ერთ-ერთ ტყვეს რუსული სამხედრო ბილეთი აღმოუჩინეს, რომელიც რუსეთში, ტუვის რესპუბლიკაში სხვა პირის სახელზეა რეგისტრირებული. ჯარისკაცმა თქვა, რომ დოკუმენტი რუსეთში 2024 წლის შემოდგომაზე მისცეს.

ჩრდილოკორეელი ჯარისკაცის თქმით, 2005 წელს დაიბადა და ჩრდ. კორეაში 2021 წლიდან მსახურობდა. მისივე თქმით, ფლობდა ინფორმაციას, რომ მიდიოდა სამხედრო წვრთნაზე და არა უკრაინის წინააღმდეგ ომში. 

СБУ-ს თანახმად, ჯარისკაცის ჩვენებას სხვა სამხედრო ტყვეც ადასტურებს. წინასწარი ინფორმაციით, ის 1999 წელს დაიბადა და ჩრდ. კორეის ჯარში 2016 წლიდან მსახურობს.