უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კურსკის ოლქში რუსეთის ფედერაციის მხარეს მებრძოლ ჩრდილოეთ კორეელ სამხედროებს შორის უკვე არის დანაკარგები.
"დღეს 11 ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იმყოფება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან, კერძოდ კურსკის ოლქში. ამ ჯარის ნაწილი უკვე მონაწილეობდა უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში და უკვე აქვთ დანაკარგები", - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ არიან ქვეყნები, რომლებმაც ამას ხმამაღლა გამოეხმაურნენ და არიან ქვეყნები, რომლებიც ჩუმად რეაგირებენ და არიან ქვეყნები, რომლებიც არ რეაგირებენ.
"ახლა ჩვენ ვაფრთხილებთ და მიგვაჩნია, რომ თუ არ გამოვიყენებთ პოლიტიკურ ზეწოლას და შესაბამის იარაღს რუსეთის ფედერაციაზე, მაშინ შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს ჩრდილოკორეელი სამხედროების კონტინგენტის ბევრად უფრო ფართო გამოყენება. იმიტომ, რომ პუტინი ყოველთვის ადევნებს თვალს, როგორი რეაქცია აქვს მსოფლიოს. ვფიქრობ, დღეს ეს საკმარისი არ არის", - განაცხადა ზელენსკიმ.