ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრისა და ორასზე მეტი განმეორებითი ბიძგის შედეგად, 23 მილიონი ადამიანი დაზარალდა, მათ შორის 1.4 მილიონი ბავშვი.
მათივე ცნობით, თურქეთს კრიზისთან გასამკლავებლად რესურსები და შესაძლებლობები აქვს, თუმცა ვითარება გაცილებით მძიმეა სირიაში, სადაც მრავალწლიანი ომის შემდეგ, ჰუმანიტარული მდგომარეობა ისედაც საგანგაშო იყო და ქოლერის ეპიდემიაა გავრცელებული.
ბოლო მონაცემებით, სტიქიას ორივე ქვეყანაში 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.