ჩინეთში ფრინველის გრიპით ერთი ადამიანი დაიღუპა - როგორც საერთაშორისო მედია Reuters ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, ჩინელი ქალი გახდა პირველი ადამიანი, ვინც გარდაიცვალა ფრინველის გრიპისგან.
გამოცემის ცნობით, ფრინველის გრიპი იშვიათია ადამიანებში და შტამი ადამიანებს შორის არ ვრცელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 56 წლის ქალი გუანდონგის სამხრეთ პროვინციიდან იყო მესამე ადამიანი, რომელსაც ფრინველის გრიპის H3N8 ქვეტიპი დაუდასტურდა.
Reuters-ის ცნობით, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის გუანდონგის ცენტრმა გასული თვის ბოლოს მესამე დადასტურებული შემთხვევის შესახებ გამოაცხადა, მაგრამ ქალის გარდაცვალების დეტალები არ გამოუქვეყნებია. ცნობილია ის, რომ ქალს ჰქონდა ცოცხალ ფრინველთან კონტაქტის ისტორია.