საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას რუსული კანონპროექტის ჩაგდების და უკან გაწვევის შესახებ ეხმაურება რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი.
ვოლოდინი ამბობს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ექნებოდა შესაძლებლობა ქვეყანაში საზღვარგარეთიდან იმ მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების დასაფინანსებლად შესული თანხები გაეკონტროლებინა, რომლებიც "ანტი-ქართულ დღის წესრიგს" ქმნიან.
რუსი პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ "ეს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ რბილი ძალის ბერკეტის გამოყენებით ვაშინგტონმა ხალხი ქუჩაში გამოიყვანა".
"საქართველოს ხელისუფლება იძულებული იყო დამორჩილებოდა, მაგრამ არა ხალხის ნებას, არამედ შეერთებულ შტატებს. შესაბამისად, ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში განიხილება, მიუღებელი იყო აშშ-სთვის. პარლამენტში განხილვიდან მოხსნით საქართველომ დაკარგა სუვერენიტეტის შანსი", - წერს ვოლოდინი.