უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა შეცვალა.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
გენერალ-ლეიტენანტი სერგეი შაპტალა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული თანამდებობა დაიკავა ანატოლი ბარგილევიჩმა.
"დღეს გავმართე შეხვედრები უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების სარდლობასთან და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან. შეხვედრების შედეგებიდან გამომდინარე: შევცვალე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი. მადლობას ვუხდი გენერალ-ლეიტენანტ სერგეი შაპტალას ომის ამ ორი წლის განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.