უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთზე მეტი ზეწოლა უნდა იყოს, თუკი ის ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება. ამის შესახებ მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას განუცხადა, რომელთაც სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შესახებ აცნობა.
„სტამბოლში დღევანდელი მოლაპარაკებების შესახებ მოვუყევი. ზეწოლა მეტი უნდა იყოს, თუკი ის არ დათანხმდება ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტას. ამიტომ, მადლიერი ვარ სანქციების მე-17 პაკეტის მომზადებისთვის. ველოდებით, რომ ის შეეხება ყველაფერს, რასაც რუსეთის სამხედრო მანქანა აფინანსებს: ბანკებს, ნავთობს, ენერგეტიკას, მეტალურგიასა და ჩრდილოვან ფლოტს“, – წერს ზელენსკი ტელეგრამში.
სანქციების მე-17 პაკეტის ფინალური ვარიანტი ევროკავშირის ქვეყნებმა მიმდინარე კვირაში, სტამბოლში მოლაპარაკებების გამართვამდე შეათანხმეს.
თარგმანი: პირველი არხი