აღუწერელი ტკივილია - წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში Faceebok.
"აღუწერელი ტკივილია. ვერტმფრენი ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე დაეცა. დავავალე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უკრაინის ეროვნულ პოლიციასა და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობით, გაარკვიონ მომხდარის ყველა გარემოება. ტრაგედიის ადგილას ყველა სამსახური მუშაობს. ჩემი სამძიმარი გარდაცვლილთა ყველა ნათესავსა და ახლობელს! დენის, ევგენი, იური, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი… უკრაინის ნამდვილი პატრიოტები, ნათელი ხსოვნა მათ! ნათელი ხსოვნა ყველას, ვისი სიცოცხლეც წაიღო ამ შავმა დილამ!“
უკრაინის ქალაქ ბროვარში უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ სახლთან ჩამოვარდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა.