აშშ-დან კარგ სიგნალებს ვიღებთ, მომარაგება აღდგენილია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით.

"გვაქვს მაღალი დონის პოლიტიკური სიგნალები - კარგი სიგნალები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც, ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან. ყველა ანგარიშის მიხედვით, მომარაგება აღდგენილია. ამერიკულ მხარესთან სამხედრო დონეზე მუშაობას გავაგრძელებთ მომდევნო კვირაშიც, კერძოდ ჩვენი სამხედროები გენერალ კელოგთან. ვამზადებთ ახალ ევროპულ თავდაცვის პაკეტებსაც. ახლო მომავალში ველით ძლიერ ნაბიჯებს რუსეთის წინააღმდეგ ამ ომის გამო სანქციების დაწესებაშიც. ზეწოლამ უნდა იმუშაოს", - განაცხადა ზელენსკიმ.