დღეს, „ენ-ბი-სის" გადაცემაში „დილის შოუ",  ჟურნალ Time-ის „წლის ადამიანის" ცხრა ნომინანტი დაასახელეს.

 

ჟურნალ Time-ის „წლის ადამიანის" წოდებაზე წარდგენილთა სიაში შედიან:

ჰოლივუდის სცენარისტები და მსახიობები, რომლებიც  მთელი წლის განმავლობაში იყვნენ გაფიცულები;

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი;

„გრემის" მფლობელი მომღერალი ტეილორ სვიფტი;

ChatGPT-ის შემქმნელი კომპანია OpenAI-ის დამაარსებელი და გენერალური დირექტორი სემ ალტმანი; 

აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალ ტრამპისთვის ოთხ ცალკეულ საქმეზე ბრალის წამყენებელი ფლორიდის, ჯორჯიის, ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის პროკურორები;

2023 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი „ბარბი";

რუსეთის პრეზიდენტიო ვლადიმირ პუტინი;

გაერთიანებული სამეფოს მეფე კარლ III;

აშშ-ის ცენტრალური ბანკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ჯერომ პაუელი.

ჟურნალი Time-ის წლის ადამიანის ნომინაცია 1927 წელს დაწესდა. ის შეიძლება მიენიჭოს პიროვნება, ჯგუფი, იდეა თუ ობიექტი, რომელიც წლის მოვლენებში  განსაკუთრებული როლი შეასრულა და ხშირად ხვდებოდა ყურადღების ცენტრში.  

„წლის ადამიანი" სამჯერ იყო აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი, ორ-ორჯერ იოსებ სტალინი, უინსტონ ჩერჩილი,, ჯორჯ მარშალი, დუაიტ ეიზენჰაუერი, ჰარი ტრუმენი, ამერიკელი ჯარისკაცი (არა რომელიმე კონკრეტული პიროვნება), ლინდონ ჯონსონი, რიჩარდ ნიქსონი, რონალდ რეიგანი, დენ სიაოპინი, მიხეილ გორბაჩოვი, ბილ კლინტონი, ჯორჯ უოკერ ბუში, ბარაკ ობამა.

„წლის ადამიანები" სხვადასხვა დროს იყვნენ მაჰათმა განდი, ადოლფ ჰიტლერი, ელისაბედ II, კონრად ადენაუერი, ჯონ დალესი, ნიკიტა ხრუშჩოვი, შარლ დე გოლი, ჯონ კენედი, რომის პაპი იოანე XXIII, მარტინ ლუთერ კინგი, კოსმოსურ ხომალდ „აპოლონ 8"-ის ასტრონავტები; გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ვილი ბრანდტი, ჰენრი კისინჯერი, ჯიმი კარტერი, ეგვიპტის პრეზიდენტი ანვარ სადათი, აიათოლა ჰომეინი, ლეხ ვალენსა, პერსონალური კომპიუტერი, იური ანდროპოვი, ჯორჯ ბუში-უფროსი, იასირ არაფატი/ფრედერიკ დე კლარკი/ნელსონ მენდელა/იცხაკ რაბინი, რომის პაპი იოანე პავლე II, ჯეფ ბეზოსი,  ვლადიმირ პუტინი, მარკ ცუკერბერგი, რომის პაპი ფრანცისკე, ანგელა მერკელი, დონალ ტრამპი, გრეტა ტუნბერგი, ჯო ბაიდენი, კამალა ჰარისი, ილონ მასკი და სხვები.

შარშან „წლის ადამიანი" უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გახდა.