ასეთი განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ვიქტორ ორბანის თქმით, 2,5 მილიონი პენსიონერი მიიღებს სპეციალურ ფასდაკლების ბარათს, რომელთა საშუალებითაც პენსიონერებს მათ მიერ მაღაზიებში შეძენილ საქონელში გადახდილი თანხიდან საქონლის ღირებულებაში შესული დამატებით ღირებულების თანხა უკან დაუბრუნდებათ.

ეკონომიკური განვითარების მინისტრის, მარტონ ნადის მიერ დეტალების განმარტებისას აღინიშნა, რომ ბარათებს შეეძლებათ წაიკითხონ საქონელზე დატანილი შტრიხ-კოდები და შემდეგ სპეციალურმა სისტემამ განსაზღვროს, არის თუ არა ეს საქონელი იმ ნუსხაში, რომლის შეძენაც პენსიონერს ფასში შესულიდამატებით ღირებულების გარეშე შეუძლია.

მინისტრის თქმით, ყოველთვიური უკან დასაბრუნებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა საწყის ეტაპზე 15 000 ფორინტამდე (40 დოლარი) იქნება. ამასთან, ის პენსიონერები, რომლებიც პენსიას ნაღდი ფულის სახით იღებენ, ასეთები კი 29%-ს შეადგენენ და საყიდლების დროის ბარათს არ იყენებენ, საშეღავათო თანხას ხელზე მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ორბანმა დადებითი პასუხს გასცა პარლამენტის წინადადებას  ნაღდი ფულის გამოყენების უფლების კონსტიტუციურ დონეზე გარანტირების შესახებ და თქვა, რომ ნაღდი ფულის გამოყენება - თავისუფლების საკითხია.

მინისტრმა არ გამორიცხა, რომ პენსიონერები აღნიშნული შეღავათით სარგებლობას შეძლებენ დაგეგმილზე ადრე, წლის მეორე ნახევრის დაწყებამდე.

შეგახსენებთ, რომ ორბანმა ასევე განაცხადა ყველა ორშვილიანი დედის საშემოსავლო გადასახადიდან გათავისუფლების შესახებ.