უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ომი უნგრეთის კარსაა მომდგარი.
მისი თქმით, უნგრეთს ჰყავს მთავრობა, რომელიც არ გააგზავნის ჯარისკაცებს და იარაღს უკრაინაში. გარდა ამისა, მისი განცხადებით, უნგრეთის მთავრობა არ დააფინანსებს კონფლიქტს.
„ომი ჩვენს კარსაა მომდგარი. უნგრეთს ჰყავს მთავრობა, რომელიც არ გააგზავნის ჯარისკაცებს უკრაინაში, არ გააგზავნის იარაღს უკრაინაში, არ დააფინანსებს კონფლიქტს. მომავალი არჩევნების ფსონი ნათელია. უნგრეთი ამ ომს უნდა მოერიდოს“, - წერს ვიქტორ ორბანი.
There is a war raging at our doorstep.
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) March 10, 2026
Hungary has a government that:
1️⃣ Will not send soldiers to Ukraine
2️⃣ Will not send weapons to Ukraine
3️⃣ Will not fund the conflict
The stakes of the next election are clear.
Hungary must stay out of this war! 🇭🇺 pic.twitter.com/UfGxbryurK







