უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროპა დღეს ომისთვის ემზადება. ამის შესახებ პოპულისტური პოზიციების მქონე ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში, ევროპარლამენტის არჩევნების წინ გამართულ მიტინგზე განაცხადა.
ორბანს დიდი ხანია უთანხმოება აქვს ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან რამდენიმე საკითხის გარშემო, მათ შორის მისი უარის გამო უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.
ვიქტორ ორბანმა მიტინგზე თქვა, რომ უნგრელები მხარს მშვიდობას უჭერენ.
მის მხარდასაჭერად შეკრებილ ხალხს ორბანმა უთხრა, რომ ევროპა "არ უნდა ჩაერთოს ომში, თვითგანადგურებისთვის”
„მეგობრებო, ევროპა დღეს ომისთვის ემზადება, ეს დაუშვებელია “, – განაცხადა ორბანმა.
1-ელ ივნისს ბუდაპეშტში ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა პოპულისტური პოზიციების მქონე ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერ აქციაში, მომავალ კვირაში დანიშნული ევროკავშირის არჩევნების წინ.